Monday, May 9, 2016

მე-9 დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო -ჩემი პროექტი ,,ჩვენი მაკულიტერატურა"
ეს ტრენინგ -მოდული დამეხმარა გავცნობოდი პროექტებით სწავლებას, მის დადებით მხარეს. თუ რროგორ უნდა დავგეგმო პროექტი და გავწერო მსვლელობა. გავეცანი, რომ მოსწავლე არის თავად ჩართული სასწავლო პროცესში ჩართული, ხოლო მასწავლებელი არის დამხმარე. პროექტული სწავლებისას უვითარდებათ მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარები. კურსის გავლისას გავეცანი სხვადასხვა სახის შეფასებებს, შეფასების რუბრიკებს, ჩეკლისტებს, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები შეძლებენ მიცემული დავალების ადვილად შესრულებას და მიიღებენ შესრულებული სამუშაოს ირგვლივ უკუკავშირს. ტრენინგის მსვლელობისას ასევე შევასრულე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება დავალების სწორად შესრულებაში. 
მსვლელობისას  ამ მოდულის ვისწავლე, როგორ წარვმართო ჩემი პროექტი ისე, რომ მოსწავლეებს განუვითარდეთ მაღალი დონის სააზროვნო უნარები და სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ვისწავლე, როგორ შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტი, როგორ განვსაზღრო მისი მომზადებისთვის  საჭირო დრო.
მოდული იყო ძალიან საინტერესო  და მნიშვნელოვანი, იყო ასევე ნაყოფიერი რადგან პროექტის დაგეგმვის ყველა ეტაპს ვასრულებდით პრაქტიკულად.

Sunday, May 8, 2016

მე-8 დღე

მეექვსე დამეშვიდე  მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი მასწავლებელზე, როგორც ფასილიტატორზე, დიფერენცირებულ სწავლებაზე და მოსწავლის მხარდამჭერზე შემდეგი თვალსაზრისით: მასწავლებელი დიფერენცირებულ მიდგომას იყენებს პროექტული სწავლების დროს, რათა ყველა მოსწავლე ჩართოს აქტივობებში მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით. მასწავლებელი ქმნის მოსწავლის მხარდასაჭერ სავარჯიშოს ელექტრონულ ფორმატში, რათა მოსწავლემ დამოუკიდებლად შეძლოს თავისი უნარ-ჩვევების და ფაქტობრივი ცოდნის გამოყენება. ფასილიტაცია იმისათვის არის საჭირო, რომ გეზი მივცეთ მოსწავლეებს და გავუადვილოთ თავისი საბაზისო ცოდნის გამოყენება. გავუკეთოთ სკაფოლდინგი მათი სწავლის გასაადვილებლად.

Saturday, May 7, 2016

მე-7 დღე


n

მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების  ფორმები, შემდეგის თვალსაზრისით: პორფოლიოს რუბრიკის გამოყენებით კოლეგას შევუფასე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. გავეცანი ერთ-ერთი პროექტის რუბრიკას და მოვარგე ჩემი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომს.
პროექტის გეგმაში შევიტანე ცვლილება, კერძოდ შეფასების დროის ჩარჩოში შევიტანე ცვლილება. გეგმის შაბლონში გავწერე პროექტში გმოყენებული შეფასების მეთოდების მიზნები.

Sunday, April 24, 2016

მე-6 დღე

მე-6 დღე
 შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რომელიც გაუადვილებს მოსწავლეს პროექტის მსვლელობის მანძილზე მიღებული ცოდნის შეჯამებაში. ასევე შევქმენი ჩეკლისტი მოსწავლეებისათვის, რომელიც დაეხმარება მათ ნამუშევრის შესრულებასა და შეფასებაში.

Saturday, April 23, 2016

მე-5 დღე

მე-5 დღე
ბლოგზე განვათავსეთ საკუთარი პროექტი, კოლეგას შევუასეთ შეფასების რუბრიკის გამოყენებით პროექტის მიზნები და ამოცანები. შევისწავლე Bookmarks-ის გამოყენება, გავეცანი სხვადასხვა საძიებო სისტემას, საავტორო უფლებების დაცვის სისტემას და მის გამოყენებას.



Sunday, April 17, 2016

მე-4 დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით

გავეცანი 5სტრატეგიას

ამ სტრატეგიებში გავეცანი შეფასების მეთოდებს და ინსტრუმენტებს. ეს მეთოდები და ინსტრუქციები დამეხმარა შევუფასო მოსწავლეებს
1. წინარე ცოდნა და საჭიროებები

2.პროგრესის მონიტორინგი

3.თვითრეგულირება და თანამშრომლობა

4.მეტაშემეცნების წახალისება და გაგების შემოწმება

5.გაგების დემონსტრირება


გავაკეთე პროექტის პრეზენტაცია

Sunday, April 10, 2016

მე-2 დღე

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში: ვისწავლე პუბლიკაციების შექმნა, რათა გავაცნო სამიზნე ჯგუფებს ჩემი პროექტის შესახებ, ვისწავლე პროექტის დაგეგმვა, გავეცანი წიგნს,,პროექტებით სწავლება" და მისი გამოყენებით პროექტზე მუშაობას